უკვე მრავალი წელია, სამსახურის ძიებისას, მხოლოდ ანაზღაურების საფუძველზე გადაწყვეტილებას აღარავინ იღებს. თუმცა, მაინც, რას ვგულისხმობთ, როდესაც ჩვენთვის იდეალურ სამსახურზე ვსაუბრობთ ხოლმე? უკანასკნელმა თვეებმა და პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელფასის მიღმა უამრავი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც კომპანიას თანამშრომლებისათვის გამორჩეულ დამსაქმებლად აქცევს. და თუ გაინტერესებს, რატომ არის მეიჯერელ საქართველო ჩვეულებრივ სამსახურზე გაცილებით მეტი, ამ ბლოგპოსტში სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

ანაზღაურება, ბონუსები, დაზღვევა — ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ანაზღაურება სამსახურის არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, განსაკუთრებით კი, თუ ის მზარდი და კონკურენტულია — როგორც მეიჯერელში; ჩვენთან შენი ხელფასი ყოველ 6 თვეში მაინც იზრდება. თუმცა, ეს ყველაფერი არაა — ყოველთვიურ ანაზღაურებას, მეიჯერელში, მიმზიდველი ბონუსებიემატება — კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. გაითვალისწინე, ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბონუსებიც მზარდია. შემდეგი საკითხი, რომელიც ანაზღაურების შემდეგ, ალბათ, ყველაზე პრიორიტეტულია, ჯანმრთელობის დაზღვევაა, ამიტომ, იცოდე — მეიჯერელში მუშაობის დაწყების პირველი დღიდან შენ და შენი ოჯახის წევრები 5-ვარსკვლავიანი დაზღვევით ისარგებლებთ. საკუთარ თავზე ზრუნვისას, არც მენტალური ჯანმრთელობა უნდა დავივიწყოთ, ​​ამიტომ მეიჯერელ საქართველომ, გუნდის ყველა წევრისათვის, პროფესიონალური ფსიქოლოგიური მომსახურებაც უზრუნველყო.

განვითარების შანსი, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი პირობა 

როდესაც ძირითადი საკითხები მოგვარებულია, პირველი, რაზეც ახალი სამსახურის დაწყებისას ფიქრობ, კარიერული განვითარების პერსპექტივაა. თუმცა, როდესაც კომპანია მეიჯერელივით სწრაფად იზრდება და პროფესიული განვითარების პროგრამებს, შემეცნებით ღონისძიებებსა და კურსებს მუდმივად გთავაზობს, ხვდები — აქ ნამდვილად გაქვს კარიერული ზრდის რეალური შანსი. გარდა ამისა, მეიჯერელში მოტივაციის მნიშვნელობასაც სათანადოდ ვაფასებთ, ამიტომ თანამშრომელთა კმაყოფილების ასამაღლებლად სპეციალური Feel Good პროგრამაშევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად უამრავ გასართობ, საინტერესო და შემეცნებით აქტივობას ვგეგმავთ.

უპირატესობები, რომლებიც დიდ განსხვავებას ქმნის

ბევრი სასიამოვნო წვრილმანის ერთობლიობას, საბოლოო ჯამში, სრულებით განსხვავებული რეალობის შექმნა შეუძლია, სწორედ ასეა მეიჯერელშიც; სამუშაო გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი, საქართველოს 3 ქალაქის 5 ოფისში 2700-ზე მეტი თანამშრომლისათვის მყუდრო, კომფორტული, უსაფრთხო გარემო შევქმენით, თანაც, არც სათამაშო და მოსასვენებელი ზონების მოწყობა დაგვვიწყებია. მეიჯერელის ოფისებში ხილისა და ნაყინის დღეების გარდა, წამახალისებელი გათამაშებები, კონკურსები და გამოწვევებიც ხშირად იმართება. საღამოს სამსახურიდან გამოსული თანამშრომლების სახლამდე კომფორტული ტრანსპორტირებაც ვითავეთ და ახალგაზრდა, ენერგიული, მეგობრული გუნდის წევრებისათვის პარტნიორი ობიექტებიდან განსაკუთრებული შეთავაზებების შევაგროვეთ.

თანამშრომლები — როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტი

როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს კომპანია, ფაქტი ერთია — თანამშრომლების გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა. სწორედ ამიტომ, მეიჯერელში მუდმივად ვზრუნავთ  ჩვენი გუნდის წევრებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე, მათ პიროვნულ თ პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებასა და კეთილდღეობაზე. ჰოდა, თუ გინდა, იპოვო კომპანია, რომელიც შენთვის უბრალო სამსახურზე გაცილებით მეტი გახდება, შენი ძებნა დასრულებულია — გელით ჩვენს გუნდში.