მეიჯერელის CSR სტრატეგია

„მეიჯერელის ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკა მაქსიმალურად მიმართულია თანამშრომლების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე და ყოველთვის ვცდილობთ სხვადასხვა ტიპის ინიციატივებით გუნდის წევრებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებელი კომპანიას, არ გვავიწყდება, რომ #ერთად, უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზეც, ვისაც ჩვენი დამხარება და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, არაერთი საქველმოქმედო კამპანია წამოვიწყეთ და სამომავლოდ, კიდევ აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი კამპანიების დაგეგმავასა და განხორციელებას კომპანიის გლობალური CSR სტრატეგიის ფარგლებში.
“ვფიქრობ, ქვეყნის და ხალხის საერთო კეთიდღეობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა,“ – განაცხადა ალესანდერ მირონენკომ, მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა.
ასოციაცია „კათარზისი“ მადლობას უხდის მეიჯერელ საქართველოს დირექტორსა და გუნდს გაწეული ფინანსური დახმარებისათვის, რომელმაც დიდი როლი იქონია ასოციაციის ბენეფიციარების დახმარებაში კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდში. ასოციაცია „კათარზისი“ იმედოვნებს თანამშრომლობის გაგრძელებას და გამოთქვამს სურვილს, პანდემიის დაძლევის შემდეგ „მეიჯერელ საქართველოს“ წარმომადგენელთა მასპინძლობასთან დაკავშირებით.  – განაცხადა ნატო კობიაშვილმა, სათნოების სახლ-კათარზისის მენეჯერმა.
კამპანიის წარმატებულ განხორციელებაში ჩართული იყო მეიჯერელ საქართველოს მთელი გუნდი. შევქმენით სპეციალური ფონდისადაც მთელი ნოემბრის თვის განმავლობაში თითოეულ ჩვენთაგანს შეეძლო ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა.თვის ბოლოს, შეგროვებული თანხა, მეიჯერელ საქართველოს მიერ გაორმაგდა და სათნოების სახლ კათარზისს გადაეცა.„ჩვენიგუნდის წევრები ყოველთვის სიხარულით უერთდებიან მსგავს ინიციატივებს. ამპროექტის მთავარი არსი ერთიანობაში მდგომარეობს. გვსურს, რომ #ერთად და ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მოხუცებულ ადამიანებს და ყველას, ვისაც გვერდში დგომა სჭირდება. ამ აქტივობით, თანამშრომლებს მივეცით საშუალება, საახალწლო პერიოდში შეეტანათ წვლილი ბენეფიციარებისთვის უკეთესი მომავლის შექმაში,“ აღნიშნა ნინი ონეზაშვილმა, ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერმა მეიჯერელ საქართველოში.მეიჯერელ საქართველომ საქველმოქმედო აქცია „ერთადვიზრუნოთ“ მაისის თვეში წამოიწყო. აქციის ფარგლებში, განვახორციელეთ სხვადასხვა კამპანია მათ შორის, აპრილში მეიჯერელ საქართველო ასოციაცია ანიკას ბენეფიციარებს დაეხმარა, ხოლო ნოემბერში – სათნოების სახლ კათარზისის ბენეფიციარებს.

მეტი მეიჯერელის შესახებ

მეიჯერელი მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს და 54 000-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი ჰყავს. მეიჯერელმა საქართველოში საქმიანობა 4 წლის წინ დაიწყო და ამჟამად სამ ქალაქში – თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 4 ოფისში, 1800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მეიჯერელ საქართველო თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან ისეთი ინდუსტრიებიდან, როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მოგზაურობა, ონალაინ გაყიდვები დაა.შ.ჩვენი თანამშრომლები ურთიერთობენ ცნობილი ბრენდების მომხმარებლებთან, ეხმარებიან მათ მიიღონ სასურველი ინფორმაცია, თუ გადაჭრან არსებული პრობლემები.კომპანია ემსახურება სხვადსასხვა ენოვან მომხმარებლებს და ამჟამად, მუშაობს გერმანულ,გერმანულ-ინგლისურ, ინგლისურ-თურქულ, დათურქულ ენოვან პროექტებზე.