TEP (Talent Enrichment Program) – მეიჯერელის გლობალური ინიციატივაა, რომლის უმთავრესი მიზანიც დასაქმებულების განვითარება და მათი უნიკალური უნარ-ჩვევების აღმოჩენაა. პროგრამის საშუალებით, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ საკუთარი გუნდის წევრებს ახალ კარიერულ გამოწვევებთან გამკლავებაში.

მეიჯერელ საქართველოში TEP-ის პირველი პროგრამა 2020 წელს გაიმართა და მას შემდეგ, მისი მონაწილე 50-ზე მეტი თანამშრომელი გახდა. რაც ყველაზე მთავარია, კურსდამთავრებულთა 50% უკვე დაწინაურდა და კარიერის ახალ საფეხურებზე გადავიდა. 2022 წლის გაზაფხულში, მეიჯერელის რიგით მესამე TEP-ის პროგრამა დასრულდა და ახალ კურსდამთავრებულებს კუთვნილი სერთიფიკატებიც გადაეცათ.

რას მოიცავს TEP-ის სასწავლო პროგრამა?

TEP-ის პროგრამა რამდენიმე საფეხურისაგან შედგება და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. მის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, პროფესიონალი ტრენერებისა და გამოცდილი მენეჯერებისგან. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები სხვადასხვა უნარებს ეუფლებიან, როგორიცაა: პროფესიონალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების ტექნიკები, უკუკავშირის მიღება, ქოუჩინგი, მენტორობა, ეფექტური შეხვედრების წარმართვა, თანაგუნდელების მოტივირება, პრეზენტაციის გამართვა და ლიდერობა.

რაც შეეხება პრაქტიკულ სწავლებას, ამ ეტაპზე მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ ოპერაციებისა და მომსახურების უზრუნველყოფის მენეჯერებს და გაეცნონ მათ ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს. განიხილონ სხვადასხვა საკითხები პროექტების მართვასთან დაკავშირებით. დამატებით, რამდენიმე დღის განმავლობაში, მონაწილეები ირჩევენ გუნდის ხელმძღვანელებს, ქოუჩებს ან ტრენერებს და აკვირდებიან მათ სამუშაო პროცესს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, თითოეულ მონაწილეს, სურვილისამებრ, გადაეცემა COPC (Customer Operations Performance Centre) ტრენინგისა და სერთიფიცირების ვაუჩერიც.

TEP-ის სამთვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, რასაკვირველია, ჩვენი გუნდის წევრებს განტვირთვა და გახალისებაც სჭირდებათ. ამიტომაც, მათთვის დაჯილდოების ცერემონიალიც იმართება, სადაც ისინი სერთიფიკატების მიღებასთან ერთად, ხვდებიან საკუთარ კოლეგებსა და ტრენერებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.

TEP პროგრამა საქართველოში, ისევე როგორც შესარჩევი ეტაპები, ორ ენაზე იმართება: ქართულად და ინგლისურად. ამ დროისათვის, სასწავლო პროგრამაზე ახალი კანდიდატების შერჩევა კვლავ მიმდინარეობს.