მეიჯერელ საქართველო მხარს უჭერს გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  ინიციატივით, თიბისი ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნირობით ტარდება.

გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამა მე-20 საუკუნის, კომპიუტერული მეცნიერებების ცნობილი, ამერიკელი სპეციალისტის სახელს ატარებს.  ჯილდო ახალისებს და წარმოაჩენს ქალთა ძალისხმევას და ღვაწლს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში და მხარს უჭერს ინდუსტრიის მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას.

მეიჯერელ საქართველო, როგორც ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი, დააჯილდოვებს გამარჯვებულს ნომინაციაში – ქალთა გაძლიერების ქომაგი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. დეტალურ ინფორმაციას ჯილდოს შესახებ და კრიტერიუმების ჩამონათვალს www.ictwomen.ge –ზე გაეცნობით. 

მრავალფეროვნება

მეიჯერელში გვჯერა, რომ „ქალის ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.“ სწორედ ამიტომაც, მეიჯერელის ტოპ მენეჯმენტის 53%-ს ქალები იკავებენ, ხოლო შუა რგოლის მენეჯმენტისთვის, ეს რიცხვი 71%-მდე იზრდება. გუნდში გენდერული თანასწორობის შენარჩუნებით, ჩვენ საშუალება გვაქვს, გავიზიაროთ თითოეული ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება, პრაქტიკა, ხედვები და განსხვავებული შეხედულებები. გვჯერა, რომ დაბალანსებულ გუნდს – განსაკუთრებით მენეჯმენტში, შეუდარებელი შედეგების მოტანა შეუძლია და ის ნებისმიერი კომპანიის წარმატებისა და ზრდის საწინდარია.

თანასწორობა

მეიჯერელი, ქალთა გაძლიერების პრინციპების პროგრამის ფარგლებში, აქტიურად ზრუნავს დასაქმებულებისთვის ყველა იმ საჭირო სასწავლო რესურსისა და მხარდაჭერის მიწოდებაზე, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განვითარებაში გვეხმარება, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბით.

დივერსიფიკაცია და გლობალური მსოფლმხედველობა – არის იმ მიზეზთაგანი, რატომაც კომპანიის გუნდის წევრები, საკუთარი კარიერის გაგრძელებას მეიჯერელში ამჯობინებენ. თანასწორი სამუშაო გარემო ყალოიბდება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანაბარი შესაძლებლობებითა და რესურსებით ისარგებლონ.

გაძლიერება

„იყავი ძლიერი, იყავი საკუთარი თავი“ – ეს არის ქალ ლიდერთა კლუბის სლოგანი, რომელიც მეიჯერელში უკვე რამდენიმე წელია არსებობს. ის აქტიურად ზრუნავს ქალთა გაძლიერებაზე და მათ საკუთარი უპირატესობების აღმოჩენაში ეხმარება.

მეიჯერელი არის გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თანასწორია, სადაც თითოეულ ადამიანს თანაბარი შესაძლებლობები აქვს. სამუშაო სივრცეში ქალთა გაძლიერებით, მათ საკუთარ კარიერაზე სრული კონტროლის მოპოვებაში ვეხმარებით. ტრენინგებსა და მენტორობის პროგრამაში, თანასწორობის პროგრამასა და საგანმანათლებლო გრანტებში ინვესტირებით და ზედა რგოლის მენეჯმენტში პოზიციების შეთავაზებით, მეიჯერელი ხელს უწყობს ქალთა კარიერულ ზრდასა და განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება,  6 სხვადასხვა კატეგორიაში: მომავლის ლიდერი, ICT სფეროს ჩემპიონი,  ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და  ICT სფეროში ქალების გაძლიერების ქომაგი – 8 აპრილიდან 8 მაისამდე გაგრძელდება. გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე შესაძლებელია სხვა ადამიანის, ორგანიზაციებისა თუ პროგრამების წარდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში.

Check related posts