მეიჯერელ საქართველოს ინიციატივა პატარებისთვის

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერელ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა. საზეიმო ღონისძიება კომპანიის ქუთაისის ოფისის ტერასაზე, 15 სექტემბერს გაიმართა, სადაც 50 ბავშვს აუცილებელი სასკოლო ინვენტარი (ჩანთები, კალმები, ფანქრები, საანგარიშო, მოძრავი ანბანი, გლობუსი და ა.შ) საჩუქრად გადაეცა.

მეიჯერელ საქართველოს გუნდმა ბავშვების გართობაზეც იზრუნა; ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავ ღონისძიებას ბენეფიციარები, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 6-დან 19 წლამდე მერყეობს, მშობლებთან ერთად დაესწრნენ. სპეციალურად მოწვეულმა ანიმატორებმა ბავშვებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები, მათ შორის, სოციალური სამსახური და სტუმრები ქართულ-გერმანული ცენტრიდან.

პროექტი ქართულ-გერმანული ცენტრის დახმარებით, მეიჯერელ საქართველომ განახორციელა. ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და მათზე ქუთაისის სოციალური დახმარების სამსახური ზრუნავს.

“განათლების მხარდაჭერა მეიჯერელ საქართველოსთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. კომპანიის მთავარი მესიჯია Driven to go further – ორიენტირებული მომავალზე, მისი პასუხისმგებლობაც ემთხვევა ამ მესიჯს და ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს, მიიღონ მათთვის აუცილებელი განათლება და ხელი შეუწყონ უკეთესი მომავალის შექმნაში”, ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

კამპანიის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაისის ქართულ-გერმანულმა ცენტრმა, რომელიც 1995 წელს შეიქმნა. GDZ-ს მიზანი საქართველოში გერმანული კულტურის პოპულარიზაცია, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოება, მათ შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარება და განმტკიცებაა.

საერთაშორისო კომპანია მეიჯერელი ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწეობს და კლიენტთა მომსახურების მიმართულებით მომხმარებელს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს. მსოფლიო მასშტაბით კომპანიას 48 ქვეყანაში, 48 000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. საქართველოში მეიჯერელი 3 წლის წინ დაფუძნდა და ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში არსებულ 3 ოფისში 900-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

მეიჯერელ საქართველოს დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორებიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. კომპანიისთანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მომხმარებლებს ეხმარებიან  საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს.

ამ ეტაპზე მეიჯერელ საქართველოს აქვს როგორც გერმანული, ასევე გერმანულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

Check related posts