მეიჯერელ საქართველო ახალ წელს ახალი, სასიხარულო ამბით ეგებება – 2023 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებას მეიჯერელ აკადემია იწყებს, რომლის მიზანიც დაინტერესებული ადამიანებისათვის გერმანული ენის სწავლება იქნება. სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, პროგრამის მონაწილეები მეიჯერელ საქართველოში შეძლებენ დასაქმებას. პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18 წლიდან ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ოპერირების 6-ზე მეტი წლის მანძილზე, მეიჯერელმა 3 ქალაქის 5 ოფისში დაასაქმა 3000-მდე ადამიანი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მომხმარებლებს ათამდე უცხო ენაზე უწევს დახმარებას; ყველაზე ხშირად კომპანიაში გერმანულენოვანი ვაკანსიები ცხადდება, თუმცა, ენის ცოდნის არასაკმარისი დონის გამო, პოტენციური თანამშრომლები ხშირად ვერ საქმდებიან. 

ამ პრობლემას მეიჯერელის ტრენინგებისა და განვითარების დეპარტამენტში ოპტიმალური გადაწყვეტა მოუძებნეს – აკადემია მსურველ სტუდენტთა 2 ჯგუფს აიყვანს და ენის ცოდნის დონეების (A2, B1) შესაბამისად გაანაწილებს, შემდეგ კი, გამოცდილ ტრენერებთან ერთად, 5-თვიან ინტენსიურ კურსს გაატარებს. ენის დონის ამაღლების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს დაასაქმებს შესაძლებლობაც ექნებათ. აღსანიშნავია, რომ აკადემიის მონაწილეთა სწავლება, სრულად დაფინანსებულია მეიჯერელ საქართველოს მიერ. 

“მეიჯერელ აკადემია უნიკალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც მონაწილეთა ცოდნის ამაღლება, გერმანული ენის პოპულარიზაცია და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. მეიჯერელ აკადემიის წარმატების ერთ-ერთ წინაპირობას ის გამოცდილი და მოტივირებული ტრენერები წარმოადგენენ, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აკადემიის სტუდენტებს გაუზიარონ. აკადემიის შექმნაზე დიდი ხანია ვმუშაობთ და მოუთმენლად ველოდებოდით მის გახსნას. ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლით ძალიან ბევრ ადამიანს დავაინტერესებთ” აღნიშნავს ტრენინგებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გვანცა ტუღუში.

რა არის საჭირო მეიჯერელის აკადემიაში მოსახვედრად?

მეიჯერელის აკადემიაში მოსახვედრად, მთავარი მოტივაცია და გერმანული ენის საბაზისო ცოდნაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტუდენტები მათი ცოდნის შესაბამისად, ორ განსხვავებულ –  A2 და B1 ჯგუფებში გადანაწილდებიან. აკადემიის მონაწილეთა რაოდნეობა შეზღუდულია, ამიტომაც დაინტერესებული პირები, საკუთარი რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის (ქართულ ენაზე) გამოგზავნას შემდეგ მისამართზე 11 იანვრამდე შეძლებენ:  geacademy@majorel.com

გაითვალისწინეთ: ელ ფოსტის სათაურის (subject) ველში, საჭიროა, მიუთითოთ – მეიჯერელ აკადემია და გერმანული ენის ის სავარაუდო დონე, რომელზეც ახლა იმყოფებით (მაგალითად: მეიჯერელ აკადემია – A2 ან მეიჯერელ აკადემია – B1 ).

მონაწილეთა შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი;
  2. გერმანული ენის ტესტი;
  3. გასაუბრება.

ამჟამად, მეიჯერელის აკადემია მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს, თუმცა სამომავლოდ, აკადემია სტუდენტების მიღებას ქუთაისსა და ბათუმშიც შეძლებს.

გისურვებთ წარმატებას!

ასევე დაგაინტერესებს: