24 თებერვალი – დღე, რომელმაც უკრაინელი ხალხის ცხოვრება სრულიად შეცვალა და რომელმაც მსოფლიო სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა. უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვხედავთ, თუ რა წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დგას უკრაინის მოსახლეობა.

როგორც გლობალური კომპანია, ფართო გეოგრაფიული არეალითა და მუდმივად მზარდი გუნდით, მეიჯერელი აქტიურად ზრუნავს ადამიანების კეთლიდღეობაზე, ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბებით.

ჩვენ ვეხმარებით – მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მათ წარმოუდგენელ შრომასა და ძალისხმევას ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ჩვენ გავასამმაგეთ მეიჯერელ საქართველოს დასაქმებულების მიერ შეგროვილი თანხა (53,600 GEL) და ის უკრაინის დასახმარებლად შექმნილ, წითელი ჯვრის ფონდს გადავეცით. წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად აგრძელებს მუშაობას და ყოველდღიურად ცდილობს უკრაინელთა სიცოცხლის გადარჩენას.

გარდა ამისა, მეიჯერელის გუნდები, რეგიონის სხვადსხვა ქვეყნებიდან ცდილობენ, რაც შეიძლება ეფექტური და პრაქტიკული გზებით დაეხმარონ უკრაინას, მათ შორის დონაციებით, პირველადი დახმარების საშუალებებით, სამედიცინო აღჭურვილობითა და მედიკამენტებით. აღსანიშნავია, რომ მეიჯერელი საკუთარი თანამშრომლების დონაციასთან ერთად, დამატებით €100,000-ს გადასცემს პოლონეთის ჰუმანიტარულ ცენტრსა და რუმინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციებს – ქვეყნებს, სადაც უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება.

ჩვენ ვზრუნავთ – მეიჯერელი ერთი დიდი ოჯახია და ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ საკუთარი გუნდის წევრებზე. ამიტომაც, ჩვენი გუნდის წევრებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ შესაბამისი მომსახურება კამარასა და გეშტალტ ინსტიტუტში, სრულიად უფასოდ.

ჩვენ ორიენტირებული ვართ წინსვლაზე – რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო შეჭრის მომენტიდან, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ გამოვნახოთ ის გზები, რომლითაც უკრაინელ მოსახლეობას დავეხმარებით. თითოეული უკრაინელის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და იმედი გვაქვს, მშვიდობიან გარემოს ძალიან მალე დავუბრუნდებით.