მეიჯერელის Feel Good პროგრამის შესახებ თუ გსმენია? თუ არა, შევეცდებით ძალიან მოკლედ და მარტივად მოგიყვეთ მის შესახებ და შემდეგ საუბარი ჩვენს მთავარ თემაზე – Strava Running Competition-ზე და მის გამარჯვებულებზე განვაგრძოთ.

Feel Good პროგრამის მიზანი მარტივია – მეიჯერელის თითოეული თანამშრომელი,  თავს კარგად გრძნობდეს (როგორც თავად პროგრამის დასახელებაც გვეუბნება). პროგრამის ფარგლებში მეიჯერელის გუნდის წევრებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ, ინტელექტუალურ თუ გამაჯანსაღებელ აქტივობებში მიიღონ. სწორედ Feel Good Body-ის ფარგლებში ჩატარდა სირბილის მარათონიც.

2022 წლის 20 მარტისა და 20 აპრილის პერიოდი – ეს ის პერიოდია, რომლის განმავლობაშიც მეიჯერელის თანამშრომლებმა, ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე მეტი მანძილი გაიარეს. შეჯიბრიც, რომელიც ორ ეტაპად გაიყო, სწორედ ამ მიზნით აერთიანებდა მონაწილეებს – ორი კვირის განმავლობაში დაეფარათ რაც შეიძლება დიდი მანძილი. მონაწილეთა პროგრესის მონიტორინგს  Stravaს მობილური აპლიკაციის საშუალებით ვახორციელებდით.

შეჯიბრის ფარგლებში ექვსი გამარჯვებული გამოვავლინეთ, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები – Apple Watch, ფიტნეს კლუბის აბონიმენტები და ფიტნეს მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად.

სირბილში შეჯიბრი ერთი თვის განმავლობაში, 300-მდე აქტიურ მონაწილეს აერთიანებდა და მათ საერთო ჯამში, 10,360 კილომეტრის დაფარვა შეძლეს. გეთანხმებით, შედეგები ნამდვილად გასაოცარი და რთულად მისაღწევია. საინტერესოა იმ გამარჯვებულების გამოცდილებისა და რჩევების მოსმენაც, რომლებმაც ყველაზე მეტი დრო და ენერგია დაუთმეს შეჯიბრს.

მეგი წამალაშვილი

მეგი წამალაშვილი, 1 ადგილი – 367.1 კმ (II ეტაპის გამარჯვებული). 

აქტიურ ყოველდღიურობასა და სამუშაოსთან ერთად, დამატებითი დროის გამონახვა და ბალანსის შენარჩუნება დღეს, განსაკუთრებით ძნელია. თუმცა, ფიზიკური აქტივობის დადებითი მხარეები არასდროს უნდა დაგვავიწყდეს.

„ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის პროექტებში, რადგან სწორედ ამ აქტივობამ და შედეგმა დამიტოვა საოცარი ემოციები.“ – მეგი წამალაშვილი, 1 ადგილი (II ეტაპი). 

ელენე სვანიძე

ელენე სვანიძე – მე-2 ადგილი; 310.8 კმ (II ეტაპის გამარჯვბეული).

“ფეხით სიარული ალბათ, ყველაზე მარტივი ფიზიკური აქტივობაა, რომელიც შეგვიძლია ავირჩიოთ, მაგრამ ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს, თუ კომპლექსურ ვარჯიშებს არ ვაკეთებთ და არ დავრბივართ, ფიზიკურად საკმარისად არ ვიტვირთებით. ვფიქრობ, რომ დღეში ერთი საათით ფეხით სიარული ისეთივე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჩვენი ფიზიკური სიჯანსაღისთვის, როგორც სპორტ დარბაზში გატარებული ერთი საათი.” – ელენე სვანიძე, მე-2 ადგილი (II ეტაპი).

იური ჩიქოვანი

იური ჩიქოვანი – მე-3 ადგილი; 304.4 კმ (II ეტაპის გამარჯვბეული).

“დასაწყისში გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი და ვთვლიდი, რომ ამ გამოწვევას ძალიან დიდი ფიზიკური გამძლეობა სჭირდებოდა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ვცდებოდი. ასევე გამიმართლა, რადგან ამ შეჯიბრს დაემთხვა კამარას “wellbeing” ტრენინგი, რომელმაც მიმახვედრა – ნებისმიერ საქმეს ისე უნდა მოეკიდო, რომ მარცხზე არც გაიფიქრო. დაწყება ყოველთვის რთულია და ვფიქრობ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის ამ ტრენინგმა ძლიერი ბიძგი მომცა.“ – იური ჩიქოვანი, მე-3 ადგილი (II ეტაპი). 

მენტალურ ჯანმრთელობასთან ერთად, ფიზიკურიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამას მეიჯერელში კარგად ვხვდებით. ამიტომაც, მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი გუნდის წევრებს მსგავსი აქტივობები შევთავაზოთ და ვიზრუნოთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე.

თუ გსურს, რომ ჩვენს გუნდს შემოურთდე, აუცილებლად შეამოწმე მიმდინარე ვაკანსიები