Life at Majorel Georgia
მეიჯერელში თანამშრომლების კეთილდღეობა უპირველესი პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, რომ კმაყოფილი და ბედნიერი გუნდის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მეიჯერელი აქტიურად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების მოტივაციაზე, გამხნევებასა და შთაგონებაზე.
Feel Good @ Majorel
Feel Good პროგრამა მეიჯერელის გუნდის წევრების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. ის კომპანიის მთავარ ღირებულებებს – შემოქმედებითობას, სრულყოფილებასა და ურთერთპატივისცემას ეფუძნება. Feel Good პროგრამის მიზანი მარტივია – თითოეულ ლოკაციაზე, თითოეული თანამშრომელი, თავს კარგად გრძნობდეს. პროგრამა საკუთარ თავში რამდენიმე ქვეპროგრამასაც აერთიანებს, ესენია: Body, Soul, Mind, Special, Community, Support.
Feel Good Support
ადაპტირება, ინტეგრაცია, რელოკაცია და ჯანმრთელობაზე ზრუნვა – იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენ გუნდის წევრებს ვთავაზობთ.

Feel Good Body
ჯანსაღი სხეული გაცილებით მეტ ენერგიას გვაძლევს და ჩვენი განწყობის ამაღლებაშიც გვეხმარება. ჯანსაღი სხეული = ჯანსაღ გონებას! მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ ბალანსი და შევინარჩუნოთ სპორტული აქტივობები, სწორი კვება, და შევიქმნათ მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრება.

Feel Good Mind
ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, განსაკუთრებით განვითარებისა და ზრდისთვის, ცნობისმოყვარეობაა. მეიჯერელში ვზრუნავთ საკუთარი გუნდის წევრებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე.

Feel Good Soul
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, დავეხმაროთ თანამშრომლებს როგორც პროფესიულ, ისე პირად განვითარებაში და ხელი შევუწყოთ მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში.

Feel Good Community
სპეციალური კამპანიებისა და CSR (კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა) აქტივობების ფარგლებში, მეიჯერელი ხელს უწყობს განათლების, ცხოვრებისეული შესაძლებლობების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის წახალისებას როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური მასშტაბით.

ჩვენი ღირებულებები
კრეატიულობა, სწრაფვა სრულყოფილებისკენ და ურთიერთპატივისცემა, ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც ჩვენი და ჩვენი პარტნიორებისთვის, წარმატებული გუნდისა და გარემოს შექმნაში გვეხმარება.
კრეატიულობა
სწრაფად ცვალებად თანამედროვე სამყაროში მაღალი დონის მომსახურების მიწოდება ნამდვილი გამოწვევაა. ჩვენ ადამიანური რესურსების და ტექნოლოგიების საშუალებით, ყოველთვის ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციები, რაც განპირობებულია ადაპტაციის უნარით და წინსვლისკენ სწრაფვის სურვილით.

სწრაფვა სრულყოფილებისაკენ
ჩვენ ვისწრაფით სრულყოფილებისკენ და მივიწევთ ჩვენი მიზნისაკენ. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი სრულ ძალისხმევას საჭიროებს.

ურთიერთპატივისცემა
ურთიერთპატივისცემა და ნდობა ყველა წარმატებული ბიზნესის საწინდარია. ჩვენ ვიცით, რომ გამოწვევების დასაძლევად და ამბიციური გეგმების მისაღწევად გუნდური მუშაობაა საჭირო, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე ჩვენს კლიენტებთან ერთად.
