გაქვს კითხვები?

იპოვე პასუხები შენთვის საინტერესო კითხვებზე. გაიგე მეტი მეიჯერელ საქართველოს საქმიანობის, ვაკანსიების, Feel Good პროგრამის, ბენეფიტებისა და ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ჩვენ საკუთარი გუნდის წევრებს ვთავაზობთ.

რას საქმიანობს მეიჯერელი
რას ნიშნავს BPO
ჩვენი უპირატესობები
Feel Good პროგრამა
ვაკანსიები
გერმანული აუცილებელია?
გრაფიკი & ანაზღაურება
დისტანციური ვაკანსიები
უკუკავშირი
კარიერული შესაძლებლობები
სად არის მეიჯერელის აკადემია?
როგორ გავხდეთ მისი სტუდენტი

1. რას საქმიანობს მეიჯერელ საქართველო?

მეიჯერელ საქართველო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში ერთერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ბაზარზე 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს.

დღეს კომპანიას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, 5 ოფისში, 2700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული და მათთან ერთად 9 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება. Კომპანიის კლიენტები ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, ტექნოლოგიები. მეიჯერელი მომხმარებლების გამოცდილებას როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ისე ჩატისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სრულყოფს და სანდო პარტნიორობას ისეთ წამყვან ბრენდებს უწევს, როგორიც ASUS-ია.

თანამშრომლებზე ზრუნვა და კორპორაციული პასუხისმგებლობა მეიჯერელ საქართველოს ერთერთი მთავარი ღირებულებაა; წელს კომპანიამ ოფიციალურად მოიპოვა Great Place to Work-ის პრესტიჟული სტატუსი და მელიორა 2023-ზე წლის პასუხისმგებელ დამსაქმებლადაც დასახელდა.

2. რას ნიშნავს BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი)?

BPO, იგივე ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ერთი კომპანიის მიერ, საკუთარი საქმიანობის გარკვეული ნაწილის შესასრულებლად, სხვა კომპანიის დაქირავებას გულისხმობს. ამ დროს, ბიზნესმა, შესაძლოა, კონკრეტული ფუნქციები კონტრაქტის/პარტნიორობის საფუძველზე, მეორე ბიზნესს (აუთსორს კომპანიას) გადააბაროს. მეიჯერელ საქართველოს შემთხვევაში, ეს ჩვენი კლიენტის (მაგალითად, Asus) მიერ მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის გადმობარებას — გარეთ გატანას (აუთსორს კომპანიის დაქირავებას) გულისხმობს.

ვრცელი ინფორმაციისთვის, გაეცანი ჩვენს ბლოგპოსტს. 

 



3. Რა დამხვდება მეიჯერელში? Რა ბენეფიტებს სთავაზობთ თანამშრომლებს?

კონკურენტული ანაზღაურების,  მრავლფეროვანი სამუშაო გარემოსა და feel Good პროგრამის გარდა, მეიჯერელში უამრავი უპირატესობა გელოდება. 

აქ  დაგხვდება: 



4. რა არის Feel Good პროგრამა?

მეიჯერელში  თანამშრომლების კეთილდღეობა უპირველესი პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, რომ კმაყოფილი და ბედნიერი გუნდის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მეიჯერელი აქტიურად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების მოტივაციაზეგამხნევებასა და შთაგონებაზე. სწორედ ეს არის Feel Good პროგრამის მიზანიც

 

“Feel Good” მეიჯერელის თანამშრომლების კმაყოფილებისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული გლობალური ინიციატივაა, რომელიც მეიჯერელ საქართველოში 2020 წელს დაინერგა და დღემდე წარმატებით გრძელდება.  პროგრამა კომპანიის სამივე ქალაქში ხორციელდება და ჯანსაღი, პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნაში გვეხმარება. “Feel Good” პროგრამა მორგებულია თანამშრომელთა მოთხოვნებზე და უზრუნველყოფს, რომ მეიჯერელის თითოეულმა თანამშრომელმა თავი კარგად იგრძნოს.

 

Feel Good პროგრამის ფარგლებში საკუთარი თანამშრომლების ინტერესებზე დაყრდნობით, ისეთ აქტივობებს ვგეგმავთ, როგორებიცაა: იოგა და პილატესი, სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრები (ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი, კიბერ თამაშები, რა? სად? როდის?…), კერამიკისა და ქარგვის ვორქშოფი, კულინარიული მასტერკლასი, ფილმისა და ანიმეს ჩვენება და მრავალი სხვა.



5. როგორ არის შესაძლებელი მეიჯერელ საქართველოში დასაქმება?

მეიჯერელ საქართველოს გუნდის წევრობა 18 წლიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გამონაკლისია გერმანულენოვანი საზაფხულო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება სკოლის მოსწავლეებს 16 წლიდან შეუძლიათ. გუნდში მოსახვედრად, აუცილებელია, შეარჩიო სასურველი ღია ვაკანსია ჩვენს საიტზე და გამოგვიგზავნო განაცხადი. 

 ელექტრონული ფოსტის საშუალებით რეზიუმეს მიღება შეუძლებელია.



6. აუცილებლად გერმანულის ცოდნაა საჭირო დასაქმებისთვის?

არა, მეიჯერელი საკუთარ კლიენტებს სხვადასხვა ენაზე უწევს მომხმარებელთა მხარდაჭერას. ეს ენებია: გერმანული, ინგლისური, თურქული, რუსული, აზერბაიჯანული, ყაზახური, ჰოლანდიური და ა.შ. Აქტიური ვაკანსიის ტექსტში ყოველთვისაა მითითებული, რომელი ენის ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ.



7. Როგორია გრაფიკი და ანაზღაურება?

ამა თუ იმ ვაკანსიებისა და პოზიციების მიხედვით, შესაძლოა ანაზღაურება და სამუშაო განრიგი განსხვავებული იყოს, ამიტომ მსგავსი დეტალების დაზუსტება კონკრეტული ვაკანსიის მიხედვით არის შესაძლებელი (დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის აღწერებშია მითითებული). თუმცა, ზოგადად, შესაძლოა შევხვდეთ როგორც სტანდარტულ გრაფიკს, ასევე დღის და ღამის ცვლებსაც (08:00-დან 02:00-მდე).



8. დისტანციურად თუ არის შესაძლებელი მუშაობა?

Მეიჯერელის კლიენტისა და კონკრეტული პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა მუშაობა ჰიბრიდულ რეჟიმშიც იყოს შესაძლებელი. თუმცა, ძირითადად შემთხვევებში, ოფისიდან მუშაობა აუცილებელი მოთხოვნაა.

მუშაობა მხოლოდ საქართველოს ფარგლებშია შესაძლებელი.



9. განაცხადის შევსების შემდეგ, რამდენ ხანში უნდა ველოდო გამოხმაურებას?

განაცხადის გამოგზავნის შემდეგ, უკუკავშირის გაზიარება (სატელეფონო, ელექტრონული ფოსტა) 2-3 კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. თუმცა, მიღებული განაცხადების სიმრავლიდან გამომდინარე, შესაძლოა, შერჩევის პროცესი 4 კვირის განმავლობაშიც გაგრძელდეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ Სატელეფონო გასაუბრება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან ინიშნება.



10. რა შესაძლებლობებს სთავაზობთ დასაქმებულს კარიერული განვითარებისთვის?

მეიჯერელ საქართველოში ჩვენი გუნდის წევრების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ვზრუნავთ და მათ სხვადასხვა ტიპის სასწავლო და ტრენინგ პროგრამებს ვთავაზობთ. სწავლებისა და ტრენინგების განვითარების პროგრამები განკუთვნილია როგორც დამწყები სპეციალისტებისთვის, ისე ლიდერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისა და ზედა რგოლის მენეჯერებისათვის.

საკუთარი გუნდის წევრებს ვთვაზობთ ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა: დეილ კარნეგის ლიდერობის პროგრამა, TEP (ტალანტების გაძლიერების პროგრამა), Management Essentials, ექსელის პროგრამა, უცხო ენების ასამაღლებელი კურსები და სხვა.



11. Რა არის მეიჯერელ აკადემია და Რომელ ქალაქებში ფუნქციონირებს?

Მეიჯერელის აკადემიამ ფუნქციონირება 2023 წლის თებერვალში დაიწყო. Მეიჯერელის მიერ სრულად დაფინანსებული აკადემიის მიზანი, დაინტერესებული პირებისთვის გერმანული ენის ცოდნის ამაღლებაა. 5-თვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში, აკადემიის სტუდენტები ა2 და ბ1 დონის ჯგუფებში ნაწილდებიან, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, მათ მეიჯერელ საქართველოში დასაქმების შესაძლებლობაც ეძლევათ. Სწავლების პროცესი ყოველკვირეულად, 3-საათიან სამ ლექციას მოიცავს.

Მეიჯერელის აკადემია, ამჟამად, თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს.



12. როგორ არის შესაძლებელი მეიჯერელის აკადემიაში მოხვედრა?

Მეიჯერელის აკადემიაში მოსახვედრად, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა, გერმანულს ა2 ან ბ1 დონეზე ფლობდეთ. ჩვენი Საიტიდან განაცხადის გამოგზავნის შემდეგ, (რეზიუმე და სამოტივაციო წერილი), შერჩევის შემთხვევაში, იგეგმება ტესტირება და შემდგომი გასაუბრება. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, ვუკავშირდებით კანდიდატს და სწავლების დასაწყებად დამატებით დეტალებს ვუზიარებთ.



გაეცანი სიახლეებს

შესაძლოა ჩვენი გუნდის წევრი ხარ ან ფიქრობ, რომ ჩვენს შესანიშნავ გუნდს შემოუერთდე. შესაძლოა, უბრალოდ სიახლეების გაცნობა გსურს. საქართველოს ფარგლებში იქნება ეს, თუ მსოფლიოს მასშტაბით, შეგიძლია სოციალურ არხებში ჩვენს აქტივობებს გადაავლო თვალი და თავად დარწმუნდე, მეიჯერელის უნიკალურობაში.