წესები და პირობები
პოლიტიკა
ჩვენ ვართ მეიჯერელი. ჩვენ მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების მიღმა ვქმნით
კლიენტთა მომსახურების განსხვავებულ გამოცდილებას.
კონფიდენციალურობის დაცვასთან და „COOKIE-ფაილებთან“
დაკავშირებული პოლიტიკა
კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა აკმაყოფილებს „ევროკავშირის
მონაცემთა დაცვის ზოგადი მარეგულირებელი წესების (“GDPR”) მე-12 ff.
მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე. ამ
ვებგვერდზე მოკლედ არის აღწერილი თქვენი საიდენტიფიკაციო
ინფორმაციის (“პერსონალური მონაცემების”, “პირადი ინფორმაციის”)
დამუშავების პროცესი.
1. ვინ არის პასუხისმგებელი ჩემი პერსონალური
მონაცემების დამუშავებაზე?
ამ ვებგვერდზე (ამიერიდან მოიხსენიება როგორც „ჩვენ“) თქვენი
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხს აგებს „ACR“ – „Advanced
Customer Relation“.
მისამართი:
ACR – Advanced Customer Relation S.á r.l.
43, boulevard Pierre Frieden
L-1543 Luxembourg
ელექტრონული ფოსტა: contact@majorel.com
ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას („პირად
მონაცემებს“) GDPR-ის დებულებებისა და გერმანიის „ფედერალურ მონაცემთა
დაცვის აქტის“ (BDSG) მოთხოვნების შესაბამისად.
„მონაცემთა დაცვის ოფიცერთან“ დასაკავშირებლად თქვენ შეგიძლიათ
წერილი გაგზავნოთ ზემოთ მითითებულ მისამართზე და მიუთითოთ:
„მონაცემთა დაცვის ოფიცრის საყურადღებოდ“, ან დაგვიკავშირდეთ
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: website-contact@majorel.biz
მონაცემთა კონტროლიორებისთვის საკონტაქტო ადგილობრივი დეტალები
შპს „მეიჯერელ საქართველო“
0179 თბილისი, საქართველო, ჭავჭავაძის გამზირი N 34.
ელექტრონული ფოსტა: nana.tkemaladze@majorel.biz /
georgia.marketing@majorel.biz
2. რა სახის მონაცემები გროვდება?
ჩვენს ვებგვერდზე შესვლისას თქვენი კომპიუტერის მონაცემები (“წვდომის
მონაცემები”) ავტომატურად ფიქსირდება. ამ მონაცემთა რიცხვში შედის
სერვერების „ლოგ-ფაილები“, რომლებიც, თქვენი კომპიუტერის IP
მისამართთან ერთად, ზოგადად შეიცავს ინფორმაციას თქვენი ვებ-ბრაუზერის
ტიპისა და ვერსიის, საოპერაციო სისტემის და ინტერნეტ სერვისის
პროვაიდერის (ISP) შესახებ, აგრეთვე თქვენს მიერ ვებგვერდით სარგებლობის
თარიღისა და დროის, ადრე ნანახი ვებგვერდების და ჩვენი ვებგვერდიდან
თქვენს მიერ სხვა ვებგვერდების წვდომის შესახებ. თქვენი IP მისამართის
გამოკლებით, სერვერის „ლოგ-ფაილებში“ მოცემული ინფორმაციის წყაროს
იდენტიფიცირება შეუძლებელია. სტატიკური IP მისამართის (ინტერნეტით
სარგებლობის დროს მუდმივად მიკუთვნებული IP მისამართის)
იდენტიფიცირება შესაძლებელია და ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერს
შეუძლია ის კონკრეტულ პირს დაუკავშიროს.
ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთი მახასიათებელი მოითხოვს, რომ თქვენ პირადი
ინფორმაცია გადმოგვცეთ. ამ შემთხვევაში, თქვენს მიერ მოწოდებული
ინფორმაცია გამოიყენება თქვენს მიერვე მოთხოვნილი სერვისის
უზრუნველსაყოფად ან თქვენს მიერ მოთხოვნილი საკითხის
დასამუშავებლად (მაგ. საძიებო მოთხოვნა, ფორმაში ან ხელშეკრულებებში
ჩანაწერების გაკეთება, განცხადება სამსახურში მიღების შესახებ და ღილაკის
ერთი დაჭერით მოსაძიებელი მონაცემები).
3. რა ტიპის COOKIE-ფაილები გამოიყენება?
ჩვენს ვებგვერდზე გამოყენებულია cookie-ფაილები. ეს პატარა ტექსტური
ფაილებია, რომლებიც თქვენს კომპიუტერში ინახება მაშინ, როდესაც ჩვენს
ვებგვერდზე შედიხართ. შენახული cookie-ფაილები შეიძლება თქვენს მიერ
გამოყენებულ ბრაუზერს მივაკუთვნოთ. როდესაც ვებგვერდზე ხელმეორედ
შეხვალთ, ბრაუზერი cookie-ფაილებში მოცემულ ინფორმაციას უკან
გამოგზავნის, რაც მომხმარებლის ამოცნობის საშუალებას იძლევა. ბრაუზერის
სესიის დასრულებისას გარკვეული ბმულები („მოკლევადიანი cookie-ფაილები
ან „სესიის cookie-ფაილები) იშლება. სხვა cookie-ფაილები ინახება
კონკრეტული პერიოდის მანძილზე („დროებითი cookie-ფაილები) ან
განუსაზღვრელი ვადით („მუდმივი cookie-ფაილები). გარკვეული პერიოდის
გასვლის შემდეგ cookie-ფაილები ავტომატურად იშლება. თქვენი ბრაუზერის
კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პარამეტრები cookie-ფაილების
ნებისმიერ დროს წაშლის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან ერთად, თქვენ
შეგიძლიათ cookie-ფაილების კონფიგურაცია თქვენი სურვილის მიხედვით
განსაზღვროთ. თუმცა, თუ თქვენ ჩვენს ვებგვერდზე გამოყენებულ cookie-
ფაილებს წაშლით, ჩვენი ვებგვერდის ყველა ფუნქციით სარგებლობას ვეღარ
შეძლებთ.
როგორც ზოგადი პრინციპი, cookie-ფაილები ონლაინ რეჟიმში წყაროს
ამოცნობის საშუალებას იძლევიან კონკრეტული პიროვნების
იდენტიფიკაციის გარეშე. cookie-ფაილების მეშვეობით პიროვნების
იდენტიფიცირება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მათში არსებული
ინფორმაცია სხვა ისეთ ინფორმაციასთან გაერთიანდება, რომელიც თავად
cookie-ფაილების მიერ შექმნილი არ არის. არსებობს ვებგვერდის
ფუნქციონირებისთვის აუცილებელი cookie-ფაილები და ისეთები, რომელიც
საჭიროა სხვა მიზნებისათვის, მაგ. მომხმარებლის ქცევის გასაანალიზებლად
ან რეკლამის საჩვენებლად.
ვებგვერდის ფუნქციების უზრუნველსაყოფად საჭირო „cookie-ფაილებია“:
„აუცილებელი cookie-ფაილები“ ვებგვერდით სარგებლობისთვის არის
საჭირო. მათი საშუალებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ძირითადი
ფუნქციები, როგორიცაა ვებგვერდზე ნავიგაცია და მის დაცულ ზონებზე
წვდომა. ამ cookie-ფაილების გარეშე ვებგვერდის სწორი ფუნქციონირება
შეუძლებელია.
o Quriobot and Watson: გამოიყენება დიალოგის დაწყებისა და
დამთავრებისათვის;
o Google Tag Manager: გამოიყენება მესამე მხარეების
ინსტრუმენტების სამართავად.
პრეფერენციების cookie-ფაილების საშუალებით ვებგვერდი ინახავს
ისეთ ინფორმაციას, რომელიც მის ქცევას ან გარეგან იერს ცვლის –
მაგალითად იმახსოვრებს რომელი ენა გირჩევნიათ ან რომელ რეგიონში
იმყოფებით.
o Polylang: გამოიყენება იმისთვის რომ დაიმახსოვროს რომელ ენას
ირჩევს მომხმარებელი.
„სტატისტიკური cookie-ფაილები ინფორმაციის ანონიმურად
შეგროვების და ანგარიშგების გზით ვებგვერდის მფლობელს ეხმარება
გაიგონ, თუ როგორ ურთიერთობენ ვიზიტორები ვებგვერდთან.
o Google Analytics: გამოიყენება კლიენტების ქცევის
დასაფიქსირებლად
„მარკეტინგული cookie-ფაილები გამოიყენება იმისთვის, რომ თვალი
ადევნონ ვიზიტორთა გადაადგილებას ვებგვერდებზე. მიზანი
ინდივიდუალური მომხმარებლისთვის აქტუალური და საინტერესო
რეკლამების ჩვენებაა, რის გამოც ისინი უფრო ღირებული იქნება მათი
დამკვეთებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის.
o GoogleAds
o LinkedIn
o Facebook
4. რომელი პირადი მონაცემების შეგროვება ხდება
და რა მიზნით?
მონაცემთა დამუშავება შეიძლება ხდებოდეს ტექნიკური, სახელშეკრულებო
ან ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე, ან მომხმარებლისგან მიღებული
თანხმობის შედეგად.
მე-2 ქვეთავში აღწერილ მონაცემებს ჩვენ შემდეგი მიზნებისათვის ვიყენებთ:
ვებგვერდის ფუნქციონალური მახასიათებლების, შინაარსის და
ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – ტექნიკური
პრობლემების ძიების მიზნით და არაუფლებამოსილი პირებისთვის
ვებგვერდის სისტემების წვდომის აღსაკვეთად;
მარკეტინგული გაზომვების და ვებ–ანალიზის გასაკეთებლად, რათა
ჩვენი ვებგვერდი უფრო ეფექტური და საინტერესო გახდეს თქვენთვის,
აგრეთვე ბაზრის კვლევის მიზნებისათვის;
კომუნიკაციისთვის, კონტრაქტების მოსამზადებელი პროცედურების
შესასრულებლად და მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით;
ელექტრონული ფოსტით საინფორმაციო ბიულეტენების გასაგზავნად;
ღონისძიებების რეგისტრაციისა და მათში მონაწილეობისთვის; და
დასაქმებასთან დაკავშირებული ურთიერთობების დასამყარებლად.
მონაცემთა დამუშავების სხვა მიზნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად
იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ ქვემოთ მოყვანილი
ქვეთავები.
4.1 ვებგვერდის მუშაობის უზრუნველყოფა
4.1.1 მონაცემთა დამუშავების აღწერა და მოცულობა
იმისათვის, რომ ჩვენი ვებგვერდის სწორი ფუნქციონირება, მისი
უსაფრთხოების ანალიზი და მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევების
თავიდან აცილება და შეჩერება შესაძლებელი გახდეს, სერვერების ლოგ-
ფაილები ავტომატურად გროვდება და ხანმოკლე დროით ინახება. ეს ფაილები
წვდომის შესახებ მონაცემთა განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ვებგვერდზე
შემოსული კომპიუტერის სისტემა ჩვენს ვებგვერდზე შესვლისთანავე და
ვებგვერდით სარგებლობის პერიოდში ქმნის (იხ. თავი 2). სერვერის ლოგ-
ფაილების კონტენტი სხვა მონაცემებთან გაერთიანებული არ არის. ჩვენ
სერვერების ლოგ-ფაილებს სტატისტიკური ანალიზისთვის, ტექნიკური
პრობლემების გადასაჭრელად და გამოსასწორებლად, სერვისებზე უარის
თქმის თავიდან ასაცილებლად, თაღლითობის პრევენციისთვის და მისგან
თავის დასაცავად და ჩვენი ვებგვერდის სწორი ფუნქციონირების
ოპტიმიზაციისთვის ვიყენებთ.
4.1.2 მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძვლები
სერვერის ლოგ-ფაილების შექმნის სამართლებრივი საფუძველია
„ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი მარეგულირებელი წესების
(“GDPR”) 6(1)(f) მუხლი. ჩვენს კანონიერ ინტერესს წარმოადგენს ჩვენი
ვებგვერდის სწორი მუშაობა, უსაფრთხოების ანალიზის ჩატარება და
საფრთხეებისგან თავდაცვა.
4.1.3 შენახვის ხანგრძლიობა ან ამ პერიოდის განსაზღვრის კრიტერიუმები
როდესაც ჩვენს ვებგვერდზე შედიან, ინფორმაცია ჩვენი სერვერის ლოგ-
ფაილებში ინახება; შენახული IP მისამართი მაქსიმუმ 7 დღეში წაიშლება. თუ
მომსახურებაზე უარის თქმას ან შეტევას ადგილი არ აქვს, ამ პერიოდში
არანაირი ანალიზი არ კეთდება.
4.1.4 პროტესტის გამოთქმისა და თქვენი მონაცემების წაშლის
შესაძლებლობები
თქვენ უფლება გაქვთ შეიტანოთ განცხადება და მოითხოვოთ, რომ სერვერის
ლოგ-ფაილებში შენახული თქვენი მონაცემები არ დამუშავდეს, იმ პირობით,
თუ არსებობს დამაჯერებელი მიზეზები, გამომდინარე თქვენი კონკრეტული
სიტუაციიდან. თუ გსურთ ისარგებლოთ ამ უფლებით, გთხოვთ მოგვწეროთ
პირველ თავში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
4.2 კონტაქტის ფორმა, იმეილი, ინტერნეტი „CHATBOT“ და
სატელეფონო ზარი
4.2.1 მონაცემთა დამუშავების აღწერა და მოცულობა
თქვენს ვებგვერდზე და სოციალური მედიის არხებზე თქვენ ჩვენთან
დაკავშირების შესაძლებლობა გეძლევათ. ამისათვის თქვენ უნდა შეავსოთ
შესაბამისი ფორმა, მოგვწეროთ იმეილი, დაგვირეკოთ ტელეფონით ან
დაგვეკონტაქტოთ „ჩატის“ მეშვეობით, სპეციალურად ამისთვის
განკუთვნილი იმეილის მისამართზე ან ტელეფონის ნომერზე. თუ თქვენ ამ
შესაძლებლობას გამოიყენებთ, ის ინფორმაცია, რომელსაც კონტაქტისთვის
გამოიყენებთ, თქვენი იმეილის მისამართი და/ან ტელეფონის ნომერი
ჩვენთვის ცნობილი გახდება. იმის მიხედვით, თუ რა საკითხზე
გვიკავშირდებით (ვაკანსიების შესახებ ან თქვენი, როგორც მონაცემთა
სუბიექტის უფლებების დაცვის მიზნით, მაგ.: ინფორმაციის მოთხოვნისთვის)
თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მუშავდება (მომსახურების მიმწოდებელთა
დახმარებით). ეს ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მესამე მხარეებს (მაგ.
პარტნიორ კომპანიებს) თუ ეს აუცილებელი იქნება თქვენი მოთხოვნის
დასამუშავებლად.
4.2.2 მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი
თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
გამომდინარეობს „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი
მარეგულირებელი წესების“ 6(1)(f) მუხლიდან. ჩვენ გვაქვს კანონიერი
ინტერესი დავამუშაოთ თქვენი მოთხოვნა და გავაგრძელოთ კომუნიკაცია. თუ
თქვენს მიერ ჩვენთან კონტაქტის მიზანი იყო ჩვენს კომპანიასთან
ხელშეკრულების გაფორმება, თქვენი საკონტაქტო მონაცემების დამუშავების
სამართლებრივი საფუძველია „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი
მარეგულირებელი წესების“ 6(1)(b) მუხლი.
4.2.3 მონაცემთა შენახვის ხანგრძლიობა ან ამ პერიოდის განსაზღვრისთვის
გამოყენებული კრიტერიუმები
თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია წაიშლება მას შემდეგ, რაც თქვენი
მოთხოვნა დამუშავდება და შემდგომი კომუნიკაცია შეწყდება. ეს ვრცელდება
ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც თქვენ გვიკავშირდებით ხელშეკრულების
დასადებად ან თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის
მიზნით (მაგ.: ინფორმაციის მოსათხოვად). ასეთ შემთხვევაში, თქვენი
მონაცემები ინახება მანამ, სანამ არ შესრულდება ყველა სახელშეკრულებო
და/ან ნორმატიული ვალდებულება და სანამ არ ამოიწურება მონაცემთა
შენახვის ვადა (ამჟამად 5-დან 10 წლამდე).
4.2.4 პროტესტის გამოთქმისა და თქვენი მონაცემების წაშლის მოთხოვნის
წარდგენის შესაძლებლობები
თქვენ უფლება გაქვთ შეიტანოთ განცხადება და მოითხოვოთ, რომ სერვერის
ლოგ-ფაილებში შენახული თქვენი მონაცემები არ დამუშავდეს, იმ პირობით,
თუ არსებობს დამაჯერებელი მიზეზები, გამომდინარე თქვენი კონკრეტული
სიტუაციიდან. თუ გსურთ ისარგებლოთ ამ უფლებით, გთხოვთ მოგვწეროთ
პირველ თავში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. თუ თქვენ ასეთ
მოთხოვნას წამოაყენებთ, თქვენთან კომუნიკაციის გაგრძელება შეუძლებელი
გახდება. ეს არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც საკონტაქტო ინფორმაციის
შენახვა საჭიროა ხელშეკრულების გაფორმებამდე განსახორციელებელი
პროცედურების დასასრულებლად, კონტრაქტის შესასრულებლად ან თქვენი,
როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების დასაცავად.
4.3 თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვა.
4.3.1 მონაცემთა დამუშავების აღწერა და მოცულობა
ვებგვერდზე თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ დაიცვათ თქვენი, როგორც
მონაცემთა სუბიექტის უფლებები, მაგ.: მოითხოვოთ ჩვენს მიერ შენახული
თქვენი პირადი მონაცემები. ამისათვის შეიძლება სჭირო იყოს მოგვაწოდოთ
ინფორმაცია თქვენი პერსონის შესახებ და ის კონკრეტული ინფორმაცია,
რომელიც დამუშავდა. ამის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები.
4.3.2 მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და პირადი
ინფორმაციის დაცვის სამართლებრივი საფუძველია „ევროკავშირის
მონაცემთა დაცვის ზოგადი მარეგულირებელი წესების“ მუხლი 6 (1),
“კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულება”.
4.3.3 მონაცემთა შენახვის ხანგრძლიობა ან ამ პერიოდის განსაზღვრისთვის
გამოყენებული კრიტერიუმები
ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვინახავთ თქვენთან მიმოწერას, რომელიც
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვას ეხება. ეს არ ეხება
ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენი იდენტიფიკაციისთვის არის საჭირო.
მაგალითად, თქვენი პირადობის მოწმობის ფოტო-ასლი (თუ თქვენგან ის
მიღებული გვაქვს). თქვენი პირადობის დადგენიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში
ეს ინფორმაცია წაიშლება.
4.3.4 პროტესტის გამოთქმისა და თქვენი მონაცემების წაშლის მოთხოვნის
წარდგენის შესაძლებლობები
თქვენი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია თქვენი, როგორც მონაცემთა
სუბიექტის უფლებების დაცვის მიზნით, და ამ ეტაპზე თქვენ არ გაქვთ
უფლება გააუქმოთ ამ ინფორმაციის დამუშავებაზე გაცემული თანხმობა.
4.4 განცხადება სამსახურში მიღების შესახებ
4.4.1 მონაცემთა დამუშავების აღწერა და მოცულობა
ჩვენ ვაკანსიებს ვაცხადებთ სოციალურ მედიაში გახსნილ ჩვენს
ვებგვერდებზე და ვაკანსიების ვებგვერდზე. იმისთვის, რომ თქვენ
კონკრეტულ ვაკანსიაზე განცხადება შემოიტანოთ, როგორც სოციალური
მედიის, ასევე ვაკანსიების ვებგვერდი თქვენგან გარკვეულ ინფორმაციას
მოითხოვს. თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემები / განცხადება
იგზავნება ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და შემდეგ ადამიანური
რესურსების დაქირავების ადგილობრივ პორტალზე, რომელიც თქვენს
მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს სამსახურში ახალი თანამშრომლის
აყვანის მიზნით.
ზოგ შემთხვევაში, როდესაც სამსახურის თაობაზე ონლაინ არხებით
გვიკავშირდებით, თქვენ მოკლე განცხადების ჩაბარება შეგიძლიათ. მოკლე
განცხადებაში თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ თქვენს ნიჭსა და
უნარებზე, მაგრამ არ მიუთითოთ გამოცხადებული ვაკანსია. იმისთვის, რომ
ჩვენ თქვენი ნიჭი შევაფასოთ და შესაბამის ვაკანსიებს შევუსაბამოთ, თქვენ
უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენი სახელი და გვარი,
ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი
ადგილი, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ენებზე საუბრობთ, გაქვთ თუ არა
კონკრეტულ ქვეყანაში მუშაობის უფლება და სხვა მსგავსი ინფორმაცია,
რომელიც ადამიანური რესურსების შემრჩევ გუნდს სჭირდება თქვენთვის
შესაბამისი ვაკანსიის შესარჩევად. მას შემდეგ, რაც ამ მონაცემებს
მოგვაწოდებთ და მათ დამუშავებაზე თანხმობას მოგვცემთ, ჩვენ თქვენი
ელექტრონული ფოსტის მისამართს გამოვიყენებთ თქვენი
იდენტიფიკაციისთვის (დამადასტურებელი იმეილის გამოსაგზავნად) და
შემდეგ ადამიანური რესურსების მიერ თქვენთან საკონტაქტოდ. მოკლე
განცხადების შემოტანა, ისევე როგორც სოციალურ მედიაში ან ვაკანსიების
ვებგვერდზე გამოცხადებულ კონკრეტულ ვაკანსიაზე განცხადების შემოტანა,
თქვენს ნებაზეა დამოკიდებული. მისი უკან გატანა ნებისმიერ დროს
შეგიძლიათ და ამის შედეგები მომავალ პერიოდზე აისახება.
4.4.2 მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი
თქვენს განცხადებაში არსებული მონაცემები თქვენი ნიჭის შეფასების და
შესაბამისი ვაკანსიის შერჩევის მიზნით დამუშავდება. ამის სამართლებრივ
საფუძველს წარმოადგენს „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი
მარეგულირებელი წესების (“GDPR”) მუხლი 6.1 lit. განცხადების ჩაბარებით
თქვენ ავტომატურად გვაძლევთ თანხმობას თქვენი მონაცემების
დამუშავებაზე.
4.4.3 მონაცემთა შენახვის ხანგრძლიობა ან ამ პერიოდის განსაზღვრისთვის
გამოყენებული კრიტერიუმები
თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ, თქვენი მოკლე განაცხადი 6 თვის
განმავლობაში შეინახება, თუ თქვენს თანხმობას ნაადრევად არ გამოიტანთ.
ეს დებულება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ნორმატიული
დოკუმენტები შენახვის უფრო ხანგრძლივ პერიოდს გვავალდებულებს.
მეორეს მხრივ, განცხადების წაშლის/გაუქმების შემდეგ თქვენი თანხმობა 3
წლის განმავლობაში შეინახება. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენს მიერ
ვალდებულებების შესრულების (მონაცემთა დამუშავებაზე თქვენგან
ნებართვის მიღების) დამტკიცება შევძლოთ.
4.4.4 პროტესტის გამოთქმისა და თქვენი მონაცემების წაშლის მოთხოვნის
წარდგენის შესაძლებლობები
თანხმობის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ფორმალობის
გარეშე. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ მისამართზე: ACR – Advanced
Customer Relation S.ár.l., L-1543 Luxembourg, 43, boulevard Pierre Frieden
(ლუქსემბურგი, პიერ ფრიდენის ბულვარი N43), ან ელექტრონული ფოსტით,
მისამართზე: disconfirmation@majorel.biz). იგივე ეხება ჯგუფის ცალკეულ
კომპანიებს. შესაბამისი მისამართის ნახვა შეგიძლიათ პირველ, თავში ან
თანხმობის ფორმაში
4.7 „ვებთრეკინგი“ (ვებთვალთვალი, ვებგვერდების ოპერატორების
მიერ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება)
4.7.1 GOOGLE-ის „თეგების“ მენეჯერი
ეს ვებგვერდი იყენებს Google-ის თეგების მენეჯერს. Google-ის თეგების
მენეჯერი მართავს „თეგებს“ (ვებგვერდის კოდის განთავსების ადგილი).
Google-ის „თეგების“ მენეჯერი არ აგროვებს მონაცემებს და „თეგების“ მიერ
მოპოვებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი Google-ის
ინსტრუმენტების მენეჯერისთვის.
4.7.2 GOOGLE-ს ანალიტიკა
ეს ვებგვერდი იყენებს Google-ის ანალიტიკას, რომელიც წარმოადგენს Google
Inc.– ის მიერ მოწოდებულ სერვისს. Google-ს ანალიტიკა უზრუნველყოფს
გამოყენების პროფილის შექმნას ჩვენი ვებ – გვერდის მომხმარებელზე
ორიენტაციის ოპტიმიზაციის მიზნით. ამ პროფილს ენიჭება ფსევდონიმი.
ამგვარად, თქვენი დაშვების მონაცემები გროვდება ისე, როგორც ეს
აღწერილია მე -2 თავში და თქვენი ქცევა ანალიზდება ანალიტიკური
ფაილების (cookie-ფაილების) გამოყენებით მე -3 თავის შესაბამისად.
პერსონალური იდენტიფიკაცია საჭირო არ არის ვებ-თვალთვალისთვის:
თქვენი დაშვების მონაცემების შეგროვებისას თქვენი IP მისამართი მოკლდება
Google Inc.– ისთვის გადაცემამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერანაირი
ინფორმაცია ვერ იქნება თქვენთვის მიკუთვნებული. სარგებლობის ეს
პროფილები, რომლებსაც ფსევდონიმები აქვთ მინიჭებული, გაანალიზებულია
მომხმარებლებზე ორიენტაციის ოპტიმიზაციის მიზნით. ეს მონაცემები არ
არის გაერთიანებული Google Inc.–ის სხვა მონაცემებთან. ჩვენ
უზრუნველვყოფთ, რომ Google Inc. იყენებდეს ამ მონაცემებს ჩვენი
მითითებების შესაბამისად Google Inc.– თან მონაცემების დამუშავების
შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
Google Analytics–თან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. Google–ის კონფიდენციალურობის
პოლიტიკა:
4.7.3 GOOGLE-ს რეკლამები
ჩვენ ვიყენებთ Google Inc-ის (1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA
94043, USA (“Google”)) “Google AdWords Conversion” ფუნქციას. ჩვენ ასევე
ვიყენებთ Google Adwords Conversion-ს Google-ის საძიებო შედეგებში და
Google-ის სარეკლამო ქსელში მონაწილე სხვა პროვაიდერების საიტებზე
ვებგვერდის პოპულარიზაციისთვის. როდესაც ჩვენს ვებ – გვერდზე ეწვევით,
Google ადგენს cookies ფაილს, რომელიც ავტომატურად იყენებს
ფსევდონიმურ cookie ID-ის, ინტერესზე დაფუძნებული რეკლამის
დასაშვებად Google-ის სარეკლამო ქსელში თქვენი წვდომის მონაცემებზე
დაყრდნობით. თუ ჩვენს ვებგვერდს ეწვევით სხვა ვებგვერდზე
განთავსებული Google-ს რეკლამის საშუალებით, Google ასევე დააყენებს
cookie-ს. Google-ის Cookie-ფაილების მოქმედების ვადა ჩვეულებრივ იწურება
30 დღის შემდეგ და არ არის გამიზნული თქვენი იდენტიფიკაციისთვის.
აღნიშნული cookies ფაილები Google-ს აძლევს თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის
ცნობის საშუალებას. თუ მომხმარებელი ეწვია ვებსაიტის გარკვეულ
გვერდებს Google-ს სარეკლამო ქსელში და Google–ის მიერ შენახული Cookie-
ფაილის მოქმედების ვადა ჯერ არ არის ამოწურული, Google–ს და ვებსაიტის
პროვაიდერს შეუძლიათ გარკვევა, რომ მომხმარებელმა დააჭირა რეკლამის
ღილაკს და გადამისამართებულ იქნა ამ ვებგვერდზე. Google სხვადასხვა
cookie-ფაილებს ანიჭებს თითოეული ვებსაიტის პროვაიდერს, რომელიც
მონაწილეობს Google სარეკლამო ქსელში. აქედან გამომდინარე, Cookie-
ფაილების მიკვლევა შეუძლებელია სხვა პროვაიდერების ვებსაიტების
საშუალებით, რომლებიც ასევე მონაწილეობენ Google-ს სარეკლამო ქსელში.
ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს Google
AdWords Conversion-ის ფარგლებში. ჩვენ Google- ისგან ვიღებთ მხოლოდ
სტატისტიკურ შეფასებებს. ეს ცნობები გვეხმარება იმის დადგენაში, თუ ჩვენი
რეკლამებიდან რომელია ყველაზე ეფექტური Google-ის სარეკლამო ქსელში.
ჩვენ არ ვიღებთ შემდგომ მონაცემებს, კერძოდ, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი
მომხმარებლების იდენტიფიკაცია ამ ინფორმაციის საფუძველზე. დამატებითი
ინფორმაციისთვის Google-ის სარეკლამო ქსელის და Google-ის
კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ
ვებგვერდს: http://www.google.com/privacy/ads/.
4.7.4 მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი
ფსევდონიმის გამოყენებასთან დაკავშირებული პროფილების შეგროვებისა
და ანალიზის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს პირადი
მონაცემების დაცვის გენერალური რეგლამენტის (GDPR) 6 (1) (ვ) მუხლიდან
და ასევე ტელემედიის შესახებ გერმანიის აქტის (TMG) 15 (3) თავიდან. ჩვენ
გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლისთვის
გაწეული სერვისის ოპტიმიზაციის და მარკეტინგული კვლევის
განხორციელების მიმართ.
4.7.5 შენახვის პერიოდის ხანგრძლივობა ან აღნიშნული პერიოდის
განსაზღვრის პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები
როგორც წესი, მონაცემები, რომლებიც გროვდება და ანალიზდება Google-თან
და Adobe Analytics-თან ერთად, ინახება მანამ სანამ თქვენ არ გამოხატავთ
წინააღმდეგობას ამგვარი ფორმით მის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ანალიტიკური Cookie-ფაილების შენახვის მაქსიმალური ვადაა 24 თვე.
4.7.6 ვარიანტები პრეტენზიის წარსადგენად და თქვენი მონაცემების
წასაშლელად
თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ საწინააღმდეგო პოზიცია Google Analytics–ის
გამოყენების მიმართ, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით ან / და
შემდეგ ბმულებზე გადასვლით ბრაუზერის დანამატების ჩამოსატვირთად და
დასაყენებლად და / ან უარის დასაფიქსირებლად:
● Google Analytics: https://tools.google.com/dlpage/gaoptout
4.8 გარე სერვისები და ჩვენი ვებგვერდის შინაარსი
ჩვენს ვებგვერდზე ვაწარმოებთ გარე სერვისების და შინაარსის ინტეგრაციას.
თუ თქვენ იყენებთ ამ სერვისებიდან ერთ-ერთს ან თუ თქვენ გაეცნობით
მესამე მხარის შინაარსს, საკომუნიკაციო მონაცემების გაცვლა მოხდება
თქვენსა და ამ მომსახურების ან შინაარსის მომწოდებელს შორის ტექნიკური
მიზნებისათვის.
ამ პროვაიდერს შეუძლია თქვენი მონაცემების საკუთარი მიზნისთვის
გამოყენება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩვენ
განვახორციელეთ იმ მესამე მხარეების სერვისების ან შინაარსის
კონფიგურაცია, რომლებიც იყენებენ მონაცემებს საკუთარი მიზნებისთვის,
ამდენად ჩვენს ვებგვერდზე აღკვეთილია საკუთარი შინაარსის ან სერვისების
შეთავაზების გარდა სხვა კომუნიკაცია ან კომუნიკაციას არ აქვს ადგილი, თუ
თქვენ მტკიცედ არ გადაწყვეტთ ასეთი სერვისის გამოყენებას. თუმცა,
რამდენადაც ჩვენ არ გვაქვს კონტროლი მესამე პირების მიერ შეგროვებულ
მონაცემებზე და მათ დამუშავებაზე, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სავალდებულო
განცხადების გაკეთება თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანთან და
მასშტაბთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის თქვენი მონაცემების შეგროვების და
დამუშავების მიზნისა და მასშტაბის შესახებ მიმართეთ ჩვენს მიერ
ინტეგრირებული მომსახურების ან შინაარსის პასუხისმგებელ პროვაიდერს
(მონაცემთა დაცვის შესახებ კანონიდან გამომდინარე).:
YouTube: https://support.google.com/youtube/answer/7671399
Google Maps: https://maps.google.com/help/terms_maps.html
4.9 სიახლეების ბიულეტენი
4.9.1 მონაცემთა დამუშავების აღწერა და მასშტაბი
ჩვენი ვებ – გვერდი გთავაზობთ ელექტრონული ფოსტით ბიულეტენის
გამოწერის შესაძლებლობას. საკონტაქტო ფორმაში შეტანილი მონაცემები
შეგროვდება ჩვენს მიერ, დამუშავებული იქნება მონაცემთა დამმუშავებლების
ჩართულობით და გამოყენებული იქნება თქვენთვის საჭირო ინფორმაციის
მოსაწოდებლად. გამოწერით ჩვენ მივიღებთ თქვენს თანხმობას და
მოგაწვდით ჩვენს შეტყობინებას მონაცემთა დაცვის შესახებ, სადაც
მითითებულია დამატებითი ინფორმაცია პირადი მონაცემების დამუშავების
შესახებ. არ ხდება თქვენი მონაცემების გადაცემა მესამე მხარეებზე. ჩვენი
ბიულეტენის გამოსაწერად საჭირო სავალდებულო ინფორმაციაა მხოლოდ
სახელი (ისე რომ, ჩვენ შევძლოთ სათანადო მიმართვა) და მოქმედი ელ-
ფოსტის მისამართი. ასე მოწოდებული ინფორმაცია, პირველ რიგში,
დამუშავდება იმისათვის, რომ შემოწმდეს მითითებული ელ-ფოსტის
მისამართის არსებობა, გამოწერის შეთავაზების საშუალებით. დამატებითი
მონაცემების მოწოდება სავალდებულო არ არის.
4.9.2 მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი
მოთხოვნილი ბიულეტენის მოსაწოდებლად, ჩვენ შესაბამისად დავამუშავებთ
თქვენს მიერ შეყვანილ მონაცემებს. საამისოდ სამართლებრივი საფუძველი
წარმოდგენილია პირადი მონაცემების დაცვის გენერალური რეგლამენტის
(GDPR) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტში.
4.9.3 შენახვის პერიოდი ან მის განსასაზღვრად გამოყენებული
კრიტერიუმები
თქვენს მიერ გამოწერის დროისთვის ჩვენ შენახული გვექნება ინფორმაცია,
რომელიც საჭიროა ბიულეტენის მისაღებად. მონაცემები დამუშავდება
მხოლოდ ამ მიზნით და იმისათვის, რომ შესაბამის ორგანოებს ვაჩვენოთ
ასეთი დამუშავებისთვის საჭირო თანხმობის არსებობა. თუ თქვენ უკან
გაიხმობთ თქვენს თანხმობას, ჩვენ წავშლით თქვენს შესახებ არსებულ ყველა
მონაცემს, თუ ისინი საჭირო არის თქვენი ასეთი მოთხოვნის ჩვენ მიერ
შესრულების საჩვენებლად.
4.9.4 გასაჩივრების უფლება
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენი ბიულეტენის გამოწერის გაუქმება,
შესაბამის ღილაკზე დაწკაპუნებით ან ჩვენთვის ელ-ფოსტით შეტყობინების
გამოგზავნით, რომლის თემის გრაფაში მითითებული იქნება [თქვენი
მისამართი]. newsletter-contact@majorel.biz მისამართზე [ბიულეტენის სახელი]
გამოწერის გაუქმების მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ თქვენ მიიღებთ
შესაბამის დამადასტურებელ შეტყობინებას.
5. ვის მფლობელობაში ხვდება ჩემი პირადი
მონაცემები?
შპს „მეიჯერელ საქართველო“
თბილისი 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 34
ელ-ფოსტა: nana.tkemaladze@majorel.biz
georgia.marketing@majorel.biz
ადამიანური რესურსების საკონტაქტო მისამართი: jobs.kutaisi@majorel.biz /
jobs.tbilisi@majorel.biz
მათ ვისაც სჭირდება დაშვება თქვენს ინფორმაციასთან ჩვენს კომპანიაში მე -4
ნაწილში აღწერილი მიზნებისათვის მიიღებენ მას. ჩვენს მიერ კონტრაქტით
დაქირავებულმა პროვაიდერებმა შეიძლება ასევე მიიღონ თქვენი ინფორმაცია
(„სახელშეკრულებო მონაცემთა დამმუშავებლები“, მაგ. მონაცემთა ცენტრები,
ბიულეტენებთან დაკავშირებული საფოსტო მომსახურება, „ვებ-
თვალთვალი“). ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ ჩვენი მითითებები და
უზრუნველყონ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება და ინფორმაციის
კონფიდენციალურობის დაცვა ჩვენთან გაფორმებული მონაცემთა
დამუშავების ხელშეკრულების შესაბამისად.
ინფორმაციის გაზიარება არ ხდება სხვა მიმღებებთან, როგორებიცაა
სარეკლამო პარტნიორები, სოციალური მედიის სერვისების პროვაიდერები ან
საკრედიტო ინსტიტუტები („მესამე მხარეები“)..
6. როგორია ჩემი უფლებები ჩემი პირადი
ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით?
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ წვდომა ჩვენთან დაცულ თქვენს პირად
მონაცემებზე. თუ ეს მონაცემები არასწორია ან მოძველებულია, თქვენ გაქვთ
შესწორების მოთხოვნის უფლება. თქვენ ასევე გაქვთ თქვენი პირადი
მონაცემების წაშლის და/ან დამუშავების შეზღუდვის უფლება პირადი
მონაცემების დაცვის გენერალური რეგლამენტის (GDPR) მე-17 და მე-18
მუხლების თანახმად. ასევე შეგიძლიათ პერსონალური მონაცემების ასლის
მოთხოვნა მოწესრიგებული, ჩვეულებრივ გამოყენებული, მანქანით
წაკითხვადი ფორმატით (მონაცემთა გადატანის უფლება).
თუ თქვენ გაცემული გაქვთ თანხმობა თქვენი პირადი ინფორმაციის
კონკრეტული მიზნით დამუშავების შესახებ, შეგიძლიათ ამ თანხმობის
სამომავლოდ ნებისმიერ დროს გაუქმება. ასეთი გაუქმების შესახებ
შეტყობინება უნდა გვაცნობოთ 1-ლ პუნქტში მითითებულ მისამართზე
შეტყობინების გამოგზავნით.
პირადი მონაცემების დაცვის გენერალური რეგლამენტის (GDPR) 21-ე მუხლის
თანახმად, თქვენ ასევე გაქვთ უფლება, თქვენს კონკრეტულ სიტუაციასთან
დაკავშირებული მიზეზების გამო უარი თქვათ თქვენი მონაცემების
დამუშავებაზე, რაც ხორციელდება GDPR -ის 6(1)(ვ) მუხლის საფუძველზე.
თქვენ უფლება გაქვთ წარადგინოთ უარი თქვენი პირადი ინფორმაციის
დამუშავების შესახებ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. იგივე ეხება
ავტომატიზებულ პროცესებს ინდივიდუალური cookies ფაილების
გამოყენებას, თუ ისინი საჭირო არ არის ჩვენი ვებსაიტის ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად.
ასევე შეგიძლიათ საჩივრის შეტანა მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ
ორგანოში. ჩვენთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ორგანოა:
Commission nationale pour la protection des données
1, avenue du Rock’n’Roll
L-4361 Esch-sur-Alzette
Telefon: +352 26 10 60-1
ასევე უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ორგანოს თქვენი
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოთ დახმარება.
7. როგორია გადაწყვეტილებების ავტომატური
მიღების მასშტაბი?
ჩვენ არ ვიყენებთ გადაწყვეტილების მიღების სრულად ავტომატიზებულ
პროცესს მე –4 პუნქტში მითითებული რომელიმე მიზნისთვის.
9. ხორციელდება თუ არა პროფილირება?
პროფილის შექმნა არ ხდება მე –4 პუნქტში მითითებული რომელიმე
მიზნისთვის.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც
გამოიყენება მედიაში ფან-გვერდების მიმართ
I. მონაცემთა მაკონტროლებელი
შპს „მეიჯერელ საქართველო“
თბილისი 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 34
ელ-ფოსტა: nana.tkemaladze@majorel.biz
georgia.marketing@majorel.biz
ადამიანური რესურსების საკონტაქტო მისამართი: jobs.kutaisi@majorel.biz /
jobs.tbilisi@majorel.biz
თქვენ შეგიძლიათ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირება
წერილობით datenschutz@bertelsmann.de, ან ჩვენთვის ზევით მითითებულ
საფოსტო მისამართზე შეტყობინების გამოგზავნა მითითებით:
‘კორპორაციული მონაცემების დაცვის დეპარტამენტისთვის (ZCD)’.
Facebook Ireland Ltd., 4 Grand Canal Square, Grand Canal Harbour, Dublin 2
Ireland (“Facebook”) ასევე პასუხისმგებელია მონაცემთა დამუშავებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ
გვერდს: https://www.facebook.com/policy.php.
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Facebook-ის მონაცემთა დაცვის ოფიცერს
აქ: https://www.facebook.com/help/contact/540977946302970
შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია Facebook–ის მიერ პირადი ინფორმაციის
დამუშავების შესახებ (ძალაშია Facebook–ის ოჯახის ყველა აპლიკაციისთვის,
მაგალითად Instagram–ზე) თქვენს Facebook პროფილში პარამეტრების
მენიუში – კონფიდენციალურობა, ან
აქ.: https://www.facebook.com/help/568137493302217.
LinkedIn Ireland Unlimited Company, Wilton Place, Dublin 2,
Irland:https://www.linkedin.com/legal/privacy-policy
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან პრეტენზია ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით,
გთხოვთ, დაუკავშირდეთ უშუალოდ LinkedIn–ს, მონაცემთა დაცვის
ოფიცრისთვის წერილის გაგზავნით, ან „ონლაინ“ (გთხოვთ, გადადით ზევით
მითითებულ ბმულზე):
მომხმარებლებისთვის განსაზღვრული ქვეყნების ფარგლებს გარეთ:
LinkedIn Corporation
Attn: Legal Dept. (Privacy Policy and User Agreement), 1000 W. Maude Avenue,
Sunnyvale, CA 94085, USA
მომხმარებლებისთვის განსაზღვრულ ქვეყნებში:
LinkedIn Ireland Unlimited Company, Attn: Legal Dept. (Privacy Policy and User
Agreement), Wilton Plaza, Wilton Place, Dublin 2, Ireland
შენიშვნა: „განსაზღვრულ ქვეყნებში“ იგულისხმება ევროკავშირის ქვეყნები
(EU), ევროკავშირის ეკონომიკური ზონა (EEA), და შვეიცარია.
II. პირადი ინფორმაციის დამუშავება
1. ზოგადი შენიშვნები
პირადი მონაცემების დაცვის გენერალური რეგლამენტის (GDPR) თანახმად,
„პირადი მონაცემები“ (ქვემოთ მოცემულია „პერსონალური ინფორმაცია“)
ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან
იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს („მონაცემთა სუბიექტი“). ასევე
ფსევდონიმური ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ არ შეიძლება იყოს
დაკავშირებული თქვენთან, მაგ. სახელის ან ელ-ფოსტის საშუალებით, ასევე
განიხილება პირად ინფორმაციად.
2. თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ წვდომა ჩვენთან დაცულ თქვენს პირად
მონაცემებზე. თუ ეს მონაცემები არასწორია ან მოძველებულია, თქვენ გაქვთ
შესწორების მოთხოვნის უფლება. თქვენ ასევე გაქვთ თქვენი პირადი
მონაცემების წაშლის და/ან დამუშავების შეზღუდვის უფლება პირადი
მონაცემების დაცვის გენერალური რეგლამენტის (GDPR) მე-17 და მე-18
მუხლების თანახმად. თუ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
ავტომატური საშუალებით დამუშავება ხდება თქვენს თანხმობაზე
დაყრდნობით, ან არის თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების საგანი,
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ამ მონაცემების ასლი
სტრუქტურიზებული, ხშირად გამოყენებული, მანქანით წაკითხვადი
ფორმატით (მონაცემთა გადატანის უფლება). თუ გსურთ ნებისმიერი თქვენი
უფლების გამოყენება, შეგიძლიათ მიმართოთ ზევით 1-ლ პუნქტში
მითითებულ საკონტაქტო პირს.
თუ გაცემული გაქვთ თანხმობა თქვენი პირადი ინფორმაციის
დამუშავებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ ეს
თანხმობა სამომავლოდ. საჩივრის შეტანის უფლების შესახებ
ინფორმაციისთვის იხილეთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის III ნაწილი.
თქვენ ასევე გაქვთ საჩივრის შეტანის უფლება მონაცემთა დაცვის
კომპეტენტურ ორგანოში. ამ უფლებების დაცვა შეგიძლიათ მონაცემთა
მაკონტროლებელ პირთან დაკავშირებით.
3. პერსონალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
როგორც წესი, თქვენ ვალდებული არ ხართ პირადი ინფორმაცია
მოგვაწოდოთ. თქვენ უნდა უზრუნველყოთ კონკრეტული ინფორმაციის
მიწოდება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისას (მაგ. თქვენი ელ-ფოსტის
მისამართი ან თქვენი სახელი). ამ ინფორმაციის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ
თქვენთან ხელშეკრულების გაფორმებას, ან მის შესრულებას. სოციალური
მედიის ვებ-გვერდებმა შეიძლება სხვა მოთხოვნები დაადგინონ თქვენთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: https://www.facebook.com/policy.php;
https://www.linkedin.com/legal/privacy-policy; https://policies.google.com/privacy .
4. პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარეებისთვის
თქვენი პირადი ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული მესამე მხარისათვის,
თუ ეს არ არის აუცილებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესასრულებლად, თუ ჩვენ ან მესამე მხარეს არ აქვს
ინფორმაციის გამჟღავნების ლეგიტიმური ინტერესი ან თუ მიღებული არ არის
თქვენი თანხმობა. გარდა ამისა, პირადი ინფორმაცია შეიძლება გაზიარებულ
იქნეს მესამე მხარეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვალდებულნი ვართ
ასე ვიმოქმედოთ კანონიდან, მთავრობის ან სხვა მარეგულირებელი უწყების
სავალდებულო დირექტივიდან, ან სასამართლოს ან კომპეტენტური
იურისდიქციის სხვა ორგანოს ბრძანებიდან გამომდინარე..
5. მომსახურების პროვაიდერები
ჩვენ ხელშეკრულებას ვაფორმებთ მომსახურების მომწოდებლებთან
ნაწილობრივ მონაცემთა დამუშავების მიზნით. მომსახურების მომწოდებლის
თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომა საჭიროებისამებრ შეზღუდულია.
ჩვეულებრივ, მომსახურების მომწოდებლები მოქმედებენ როგორც
სახელშეკრულებო მონაცემების დამმუშავებლები, რომელთათვისაც
სავალდებულოა ჩვენი დირექტივების შესრულება მონაცემების დამუშავების
დროს.
6. მონაცემების გადაცემა ევროპის ეკონომიკური ზონის არაწევრი
ქვეყნებისთვის
პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს და
სახელშეკრულებო მონაცემების დამმუშავებლებს, რომელთა შტაბ-ბინა
მდებარეობს ევროკავშირის ეკონომიკური ზონის არაწევრ ქვეყნებში. ამ
შემთხვევებში, ჩვენ ვითხოვთ, რომ მიმღები უზრუნველყოფდეს მონაცემთა
დაცვის სათანადო დონეს მონაცემების გადაცემამდე. ჩვენს მიერ ჩართული
ზოგიერთი მესამე მხარის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში (მითითებულია
დეტალური ინფორმაციაში) და რეგისტრირებულია ევროკავშირისა და აშშ-ს
კონფიდენციალურობის დაცვის პროგრამის ფარგლებში. რეგისტრირებული
კომპანიების ჩამონათვალის სანახავად
იხილეთ: https://www.privacyshield.gov/list. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ
ევროკავშირის სტანდარტული ხელშეკრულების პირობები სხვადასხვა
კომპანიასთან. დეტალების მიღება შეგიძლიათ ჩვენი მონაცემების დაცვის
ოფიცრისთვის მოთხოვნის გაგზავნით.
7. შენახვის ხანგრძლივობა
ჩვენ ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა
ჩვენი შეთავაზებების და დაკავშირებული სერვისების მოსაწოდებლად, ან
სანამ ჩვენ გვექნება ლეგიტიმური ინტერესი მონაცემთა შენახვის
გაგრძელებასთან დაკავშირებით. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ ვშლით
თქვენს პირად ინფორმაციას იმ მონაცემების გარდა (მაგ. ანგარიშფაქტურები),
რომელიც უნდა შევინახოთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით (მაგ.
საგადასახადო კოდექსით ან კომერციული კოდექსით დაკისრებული
ვალდებულება).
8. ფსევდომინიზირებული მონაცემების დამუშავება
ქვემოთ აღწერილი ინფორმაციის დამუშავება, პირველ რიგში, ხდება
ფსევდონიმიზირებულ საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწვდით
ინფორმაციას მესამე მხარეებს, რომლებიც შეიძლება უშუალოდ იყვნენ
თქვენთან დაკავშირებულნი, მაგ. სახელის ან ელ-ფოსტის მისამართის სახით,
მაგრამ პროფილი იქმნება საიდენტიფიკაციო ინფორმაციის ან cookies
ფაილების საფუძველზე.
III. ინფორმაციის დამუშავება ჩვენს მიერ ჩვენი
FACEBOOK გვერდების გამოყენებით
ქვევით აღწერილი ინფორმაციის დამუშავება წარმოებს ჩვენი
Facebook და Instagram გვერდების ოპერირების მიზნით.
1. ანალიტიკური ინფორმაცია
ჩვენ ვიღებთ სტატისტიკურ მონაცემებს Facebook-იდან და Instagram-იდან,
Facebook-ის ჩვენს გვერდებზე ვიზიტორების შესახებ, Facebook- ის Audience
Insights სერვისის საშუალებით. ჩვენ ვერ ვუკავშირებთ ამ ინფორმაციას
რომელიმე კონკრეტულ პირს. ეს მახასიათებელი საშუალებას გვაძლევს უკეთ
გავაანალიზოთ ჩვენი გვერდები და მოვახდინოთ მათი ადაპტირება ჩვენი
ვიზიტორების საჭიროებებთან და ინტერესებთან. Facebook ამუშავებს ამ
სერვისთან დაკავშირებით პირად იდენტიფიცირებად ინფორმაციას საკუთარი
პასუხისმგებლობის საფუძველზე. დამატებითი ინფორმაციისთვის,
ეწვიეთ: https://www.facebook.com/iq/tools-resources/audience-insights. ჩვენ არ
გვჭირდება სამართლებრივი საფუძველი სტატისტიკური ან ანონიმიზებული
მონაცემების გადასამუშავებლად.
2. ჩვენი გვერდების ურთიერთქმედება
ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ, როდესაც კონკრეტული სოციალური
მედიის მომხმარებელი იწონებს ან იწერს ჩვენს რომელიმე ფან-გვერდს. ჩვენ
ასევე შეგვიძლია კომენტარების დაკავშირება ინდივიდუალურ
მომხმარებლებთან სოციალური მედიის ჩვენს გვერდებზე. ინფორმაციის ამ
დამუშავების სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს პირადი
მონაცემების დაცვის გენერალური რეგლამენტის (GDPR) მე-6 (1) მუხლის 1-
ლი წინადადების 1 -ლი პუნქტის (ბ) და (ვ) ქვეპუნქტებიდან. ჩვენ გვაქვს
თქვენთან ურთიერთქმედების და კომუნიკაციის ლეგიტიმური ინტერესი.
ინფორმაციის დამუშავება გამომდინარეობს პირადი მონაცემების დაცვის
გენერალური რეგლამენტის (GDPR) მე-6 (1) მუხლის 1-ლი წინადადების 1 -ლი
პუნქტის (ვ) ქვეპუნქტიდან, ხოლო GDPR-ის 21-ე მუხლის შესაბამისად თქვენ
უფლება გაქვთ, თქვენს კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული
მიზეზების გამო, ნებისმიერ დროს შეიტანოთ პროტესტი თქვენი
პერსონალური ინფორმაციის სამომავლო დამუშავებასთან დაკავშირებით
წერილობით მისამართზე: datenschutz@bertelsmann.de და დააფიქსიროთ
თქვენი უარი .
3. მონიტორინგი
ჩვენ განვიხილავთ კომენტარებს სოციალური მედიაში არსებულ ჩვენს
გვერდებზე ნებისმიერი შეუსაბამო შინაარსისთვის. აღნიშნულის
განხორციელებისას აშკარა ხდება, თუ რომელ სოციალურ მედიაში განთავსდა
კონკრეტული კომენტარი. იქმნება კავშირი კომენტარის შინაარსს,
კომენტარის გამოქვეყნებისას შექმნილ ვადებს, მომხმარებლის
საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, სოციალური მედიის მომხმარებლის სახელს
და წინა შეტყობინებებსა და კომენტარებს შორის. მიმოხილვის შედეგმა
შეიძლება გამოიწვიოს კომენტარის დამალვა ან მომხმარებლის დაბლოკვა.
ამის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს პირადი მონაცემების
დაცვის გენერალური რეგლამენტის (GDPR) მე-6 (1) მუხლის 1-ლი
წინადადების 1 -ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტიდან..
IV. ინფორმაციის მოპოვება, რომელიც მოწოდებულია თქვენს მიერ,
საკონტაქტო ფორმის მეშვეობით ან ელ-ფოსტით
სოციალური მედიის ჩვენს გვერდებზე თქვენ გაქვთ სხვადასხვა ვარიანტები
სხვადასხვა მიზნით ჩვენთან დასაკავშირებლად. თქვენს მიერ ამ გზით
მოწოდებულ ინფორმაციას ვიყენებთ პასუხის გასაცემად მხოლოდ იმ
საკითხზე, რომელზეც თქვენ დაგვიკავშირდით. შეტყობინებები წაიშლება
თქვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემისთანავე, თუ არ მოგვეთხოვება მათი
შენახვა სხვა მიზეზის გამო.
გაეცანი სიახლეებს
შესაძლოა ჩვენი გუნდის წევრი ხარ ან ფიქრობ, რომ მეიჯერელის შესანიშნავ გუნდს შემოუერთდე. შესაძლოა, უბრალოდ სიახლეების გაცნობა გსურს. საქართველოს ფარგლებში იქნება ეს, თუ მსოფლიოს მასშტაბით, შეგიძლია სოციალურ არხებში ჩვენს აქტივობებს გადაავლო თვალი და თავად დარწმუნდე, მეიჯერელის უნიკალურობაში.