მეიჯერელში სიახლე გვაქვს. ეს არის Feel Good პროგრამის ფარგლებში გამართული Body Challenge – Running Competition, სადაც მონაწილეობის მიღებას მეიჯერელის თითოეული წევრი შეძლებს.

Strava Running Competition – Feel Good 

რა არის ამისათვის საჭირო? 

პირველ რიგში, სურვილი და შემართება 😊

Running Competition 20 მარტს დაიწყება და 20 აპრილს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ის ადამიანები, ვინც ყველაზე დიდ მანძილს დაფარავენ (სიარული, სირბილი, ჰაიკინგი/ლაშქრობა) შესანიშნავი პრიზებითაც დასაჩუქრდებიან. Running Competition ორ პერიოდად (2 კვირა) დაიყოფა. 2 აპრილს, ისევე როგორც 20 აპრილს, გამოვლინდება სამი გამარჯვებული. გაითვალისწინეთ, პირველი ეტაპის გამარჯვებული, ვეღარ მიიღებს პრიზებს მეორე ეტაპზეც.

ყოველდღიური/ყოველკვირეული პროგრესის თრექინგს Strava-ს მობილური აპლიკაციით შევძლებთ, რომლის გამოყენებაც უმარტივესია და თანაც, სრულიად უფასოა. შეგიძლიათ ვიდეო ინსტრუქციაც იხილოთ.

საჭიროა, უბრალოდ:

  1. შექმნათ Strava-ს ანგარიში
  2. გადახვიდეთ ჯგუფების () სექციაში
  3. მონიშნოთ კლუბები ()
  4. საძიებო ველში შეიყვანოთ Majorel Georgia, შემოურთდეთ მეიჯერელის კლუბს. და გამოიწეროთ ჩვენი გვერდი.

და, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო – პრიზები:

  1. 1-ელი ადგილი – Apple Watch
  2. მე-2  ადგილი – ფიტნეს კლუბის 6 თვიანი ვაუჩერი
  3. მე-3 ადგილი – Fitness shop-ის ვაუჩერი (500GEL)

რა უნდა იცოდე ჩელენჯის დაწყებამდე:

  • აუცილებლად უნდა იყო მეიჯერელის გუნდის წევრი, სხვაგვარად მონაწილეობას ვერ მიიღებ.
  • ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის შემჩნევისას (ავტობუსით, მანქანით, ველოსიპედით გადაადგილება…), ავტომატურად გამოეთიშები ჩელენჯს.
  • 18 მარტის აქტივობა აუცილებლად უნდა წაიშალოს Strava-ს აპლიკაციიდან. ვიყოთ სამართლიანები და ყველამ დავიწყოთ ნულიდან – 20 მარტს.
  • ასევე გირჩევთ, რომ აქტივობისას არ გამოიყენოთ სმარტფონის “Battery Saver” – ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს საბოლოო შედეგზე.
  • შესაძლოა Strava-ს აპლიკაციამ ყოველკვირეულად თქვენი აქტივობა წაშალოს, თუმცა ნუ ინერვიულებთ. ჩვენ ამ მონაცემებს ვინახავთ და ვაკვირდებით.
  • Running Competition გარე აქტივობების წახალისებას ემსახურება. ამიტომ, შიდა აქტივობები (მაგალითად, სარბენი ბილიკი) საბოლოო შედეგზე არ იმოქმედებს.

ჩვენ ყოველკვირეულად მოგაწვდით განახლებებს, გაგაცნობთ ლიდერბოდებს, რისი საშუალებითაც შეძლებთ, თქვენი მეგობრების აქტივობასაც დააკვირდეთ. გთხოვთ, დაიცავით წესები, ჩვენი ღირებულებები, იყავით სამართლიანები და რაც მთავარია, ისიამოვნეთ 😊

Run Majorel, Run!